
ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს სამხედრო ბაზებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ
გასულ ღამით პაკისტანსა და ინდოეთს შორის კონფლიქტი გამწვავდა – მხარეები ერთმანეთს სამხედრო ბაზებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. როგორც უცხოური მედია იტყობინება, შაბათს, ადგილობრივი დროით ნაშუაღამევს, ინდოეთმა საჰაერო იერიში მეზობელი ქვეყნის სამ სამხედრო ბაზაზე მიიტანა. პაკისტანური არმიის განცხადებით, მათ ინდური დრონების უმრავლესობის განეიტრალება შეძლეს. მოგვიანებით პაკისტანმა დაადასტურა, რომ ინდოეთის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო ოპერაციას იწყებდა, სახელწოდებით “ტყვიის კედელი”. ისლამაბადს