
აშშ-ში ინფლაცია იზრდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე 2.4%-იან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია, თუმცა ეს ანალიტიკოსების პროგნოზზე უკეთესი მაჩვენებელია. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 2.8%-იან ნიშნულზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით დაჩქარებულია. ინფლაციის დაჩქარება