
“ინფრასტრუქტურული სერვისის ექსპორტისთვის უზბეკეთის და სომხეთის ბაზრები საინტერესოა” – ICCA
სამომავლოდ ბიზნესი ადგილობრივ ბაზარზე ინფრასტრუქტურულ სერვისებზე მოთხოვნის შემცირებას ელოდება და ალტერნატივად საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს განიხილავს. ინფრასტრუქტურული პროექტების უცხოეთში განხორციელების სტაჟი და პრაქტიკა ქართულ კომპანიებს დიდი არ აქვთ, თუმცა ფიქრობენ, რომ პოტენციალი არის. საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის პერსპექტივაზე საუბრობენ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაშიც. მათი თქმით, ქართულმა კომპანიებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე საკმარისი გამოცდილების დაგროვება შეძლეს, თუმცა