
მოლოდინი გვაქვს, 5 წელში 700-დან 2000-მდე გაიზრდება სტარტაპების რაოდენობა – ირაკლი ნადარეიშვილი
“ქართული ოცნების” მთავრობის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღების ამოცანა, როგორც ადგილობრივი სტარტაპების წახალისება, ისე რეგიონიდან სტარტაპების მოზიდვაა. მან ერთპარტიული პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ცვლილებებიდან გამომდინარე მოლოდინებზე ისაუბრა. “როგორც მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრმა ამ ინიციატივაზე შარშან გააკეთა პირველად განცხადება და ამას მყისიერად მოჰყვა მათ შორის საერთაშორისო დაინტერესება, რეგიონის ეკოსისტემებმა იციან და