
სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე და მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და შესაბამისად, 9 წლითა და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ირაკლი პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სასამართლო პროცესს გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე შემოუერთდა. სხდომას თავიდანვე ესწრებოდა ირაკლი პაპიაშვილი. ინფორმაციისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის