
“დონალდ ტრამპის წერილს ჩვენთვის დიდი ფასი აქვს” – ირაკლი კობახიძე
“მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ”, – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ორი დღის განმავლობაში აშშ-დან ორი განსხვავებული წერილი მიიღეს, პირველი იყო დაწერილი „დიფ სთეითის“ მიერ და მეორე შედგენილი იყო ტრამპის ადმინისტრაციაში