
“26 მაისი ჩვენი დღეა და არა რუსული ოცნებების” – ელმავალმშენებლის დამფუძნებლის განცხადება
სს „ელმავალმშენებლის“ დამფუძნებელი ირაკლი ჭითანავა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, 26 მაისი არა მხოლოდ ეროვნული სიამაყის დღეა, არამედ წინააღმდეგობის სიმბოლოც ქვეყანაში, რომელიც, როგორც ჭითანავა აღნიშნავს, კვლავ ებრძვის ავტორიტარიზმის დაბრუნების მცდელობას. ჭითანავა საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი დაკავებულ აქტივისტებს და მათ ოჯახებს, მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ სწორედ მათი „გაბედული წინააღმდეგობა ტირანიის წინააღმდეგ ჩვენი ერის