
ირანის პორტში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულია 800 ადამიანი
ირანის ერთ-ერთ მთავარ პორტში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავდა 800 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემა იუწყება, რომ ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში, შაჰიდ რაჯაის მონაკვეთზე აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე შენობები და ავტომობილები დაზიანდა. Ambrey Intelligence-ზე დაყრდნობით, ხანძარი ირანის ბალისტიკური რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარი საწვავის ტვირთისადმი გაუფრთხილებელი მოპყრობის