
ეკონომისტი სტენლი ფიშერი გარდაიცვალა — ვინ იყო ის?
ისრაელის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ-ის ფედერალური რეზერვის ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე, სტენლი ფიშერი 81 წლისა, ალცჰაიმერის დაავადების გართულების ფონზე გარდაიცვალა. ორი სახელმწიფოს ცენტრალურ ბანკში მუშაობის გარდა, ფიშერმა კარიერის დიდი ნაწილი IMF-ში, მსოფლიო ბანკში და Citigroup-ში გაატარა. ამასთან, სტენლი ფიშერი MIT-ის პროფესორიც იყო და წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი ეკონომისტი აღზარდა, მათ შორის FED-ის თავმჯდომარე ბენ ბერნანკე