
სპორტის სამინისტროდან იუსტიციაში – პაატა სალიას მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა
“ქართული ოცნების” მთავრობის კაბინეტის იუსტიციის ახალ მინისტრს, პაატა სალიას ერთი ახალი მოადგილე, ლაშა მაღრაძე ჰყავს. მაღრაძე ამ დრომდე წლის დასაწყისში შექმნილი სპორტის სამინისტროს მინისტრის, შალვა გოგოლაძის მოადგილე იყო. ყოფილი უწყების მიერ მითითებული ინფორმაციით, ლაშა მაღრაძეს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი მუშაობდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სააღსრულებო და სასამართლო სისტემა, სამოსამართლო სწავლება