
„ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და თელავის საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე ორგანიზებული საოფისე ფართების ნაკლებობაა, ვინაიდან ქალაქებში ოფისების უმეტესობა საცხოვრებელი შენობების პირველ სართულებზეა განთავსებული”, – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კომერციული უძრავი ქონების 2024 წლის მიმოხილვაშია აღნიშნული. რაც შეეხება სამომავლო მიწოდებას, თიბისი კაპიტალის თანახმად, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში, საოფისე ფართები სამომავლოდ, ძირითადად მრავალფუნქციურ შენობებსა და სავაჭრო