
საქართველოში მიმდინარე მოვლენები მოსკოვის მიერაა ორკესტრირებული – ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები რუსული გეგმის ნაწილია და ევროპამ მისი საწინააღმდეგო სტრატეგია უნდა შეიმუშაოს – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მიზანია, კავკასიის სტრატეგიულ ტერიტორიებზე, შავ ზღვაზე მოიპოვოს სრული კონტროლი, რითაც ევროკავშირი მცირე აზიასთან სავაჭრო მარშრუტსაც დაკარგავს. “მოვლენები, რომლებიც ჩემს ქვეყანაში მიმდინარეობს, გაცილებით დიდი