
ევროკავშირის “შოკოლადის კრიზისი” კლიმატის ცვლილებამ გააუარესა – კვლევა
კლიმატის რღვევა და ველური ბუნების დანაკარგები ევროკავშირის “შოკოლადის კრიზისს” აღრმავებს – ამის შესახებ ბრიტანული ორგანიზაცია Foresight Transitions-ის კვლევაშია საუბარი, სადაც აღნიშნულია, რომ კაკაო ერთ-ერთია იმ ექვსი ძირითადი პროდუქტიდან, რომლებიც კლიმატის ცვლილებისგან დაუცველ ქვეყნებში იწარმოება. ევროკავშირში იმპორტული კაკაოს, ყავის, სოიოს, ბრინჯის, ხორბლისა და სიმინდის ⅔-ზე მეტი ისეთი ქვეყნებიდან შედის, რომლებიც კლიმატის ცვლილებისთვის მომზადებული არ არიან. მათგან