
2019 წელს მიღებული “მედიაციის შესახებ” კანონი განახლდება – რა იცვლება?
ერთპარტიული პარლამენტი „მედიაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები “ოცნების” დეპუტატები არიან. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის, [რომელიც საკანონმდებლო პაკეტია] მიზანია 2019 წელს მიღებული „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც მედიაციის ინსტიტუტისა და მედიატორის პროფესიის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინიციატორების განმარტებით, კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლინდა სხვადასხვა საკითხი, რომელიც კანონით გათვალისწინებული