
აშშ-ი ჩინეთს ტარიფებს 104%-მდე უზრდის
“აშშ-ი ჩინეთს ტარიფებს 104%-მდე უზრდის,” – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რადგან ჩინეთმა უარი განაცხადა საკუთარი საპასუხო ტარიფების გაუქმებაზე, მის წინააღმდეგ სატარიფო განაკვეთი 54%-დან 104%-მდე გაიზარდა. აღნიშნული ტარიფი ჩინეთისთვის 9 აპრილიდან ამოქმედდება და აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე მინიმუმ 104%-იანი სატარიფო განაკვეთი იმოქმედებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი