კატარმა საჰაერო სივრცე დახურა – Reuters

კატარმა საჰაერო სივრცე დახურა – Reuters

“კატარმა საჰაერო სივრცე დახურა”, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიზეზი რეგიონში განვითარებული მოვლენებია, რათა ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები უსაფრთხოება უზრუნველყონ. ცნობისთვის, აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანი აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბაზებზე იერიშებით დაემუქრა. კატარში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზა, ალ-უდეიდას ავიაბაზა მდებარეობს.

Read More
კატარის ნაჩუქარი თვითმფრინავის გადაკეთება მილიარდები დაჯდება და რისკებიც ვერ აღმოიფხვრება – შ

კატარის ნაჩუქარი თვითმფრინავის გადაკეთება მილიარდები დაჯდება და რისკებიც ვერ აღმოიფხვრება – შ

სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი გეგმავს კანონპროექტი შეიტანოს, რომლითაც ამერიკის პრეზიდენტს უცხო ქვეყნის თვითმფრინავის გამოყენებას აუკრძალავს. ამით შუმერი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ მისცემს საშუალებას კატარში ნაჩუქარი 400 მლნ დოლარის ღირებულების თვითმფრინავი გამოიყენოს. „კატარის თვითმფრინავის განახლება მილიარდები დაჯდება და ვერასდროს შეძლებს კატასტროფული რისკების სრულად აღმოფხვრას“, – დაწერა შუმერმა X-ზე. გასულ კვირაში ტრამპი ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდა.

Read More
რა გარიგებები დადო ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში?

რა გარიგებები დადო ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში?

მიმდინარე კვირას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ოთხდღიანი ტური გამართა, რომლის ფარგლებში საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. ვიზიტის მიზანი ეკონომიკური, სამხედრო და დიპლომატიური თანამშრომლობის გზით რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცება იყო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნამდვილად მიაღწია. თავად ეს ვიზიტი ტრამპის ადმინისტრაციის ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის

Read More
როგორია $400-მილიონიანი თვითმფრინავი, რომელიც კატარმა ტრამპს აჩუქა?

როგორია $400-მილიონიანი თვითმფრინავი, რომელიც კატარმა ტრამპს აჩუქა?

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამუშაო ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფება, სადაც სამ წამყვან სახელმწიფოს — საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და კატარს სტუმრობს. სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ერთი ამბავი, რომელსაც პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები შესაძლო მოსყიდვად, მომხრეები კი — დიპლომატიურ ჟესტად ასახელებენ. საქმე ისაა, რომ მანამ, სანამ ტრამპი კატარში ჩავიდოდა, ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფლებისგან საჩუქრად

Read More
ტრამპმა კატართან $1.2-ტრილიონიანი ეკონომიკური შეთანხმება გააფორმა

ტრამპმა კატართან $1.2-ტრილიონიანი ეკონომიკური შეთანხმება გააფორმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარში ვიზიტისას ქვეყნის ამირასთან რამდენიმე, ჯამურად $243.5 მილიარდის ღირებულების და უფრო ფართო, $1.2 ტრილიონად შეფასებული “ეკონომიკური გაცვლის” შეთანხმება გააფორმა. თეთრი სახლის განცხადებით, შეთანხმება რამდენიმე სექტორს, მათ შორის ავიაციას, ენერგეტიკასა და კვანტურ ტექნოლოგიებს მოიცავს. მათ შორის ყველაზე მასშტაბურია Boeing-სა და Qatar Airways-ს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ამერიკული Boeing-ი თავის ყველაზე დიდ

Read More
ტრამპი კატარში ჩავიდა

ტრამპი კატარში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატარში ჩავიდა. დოჰას საერთაშორისო აეროპორტში მას კატარის ემირი შეხვდა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ოფიციალური ტურნეს ფარგლებში, დოჰა ტრამპის მეორე გაჩერებაა. მანამდე ის საუდის არაბეთში იმყოფებოდა, სადაც მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა იარაღის მიყიდვის შესახებ, რაც მილიარდობით დოლარის ღირებულების კონტრაქტებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვიზიტისას ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაზე დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს მოხსნის

Read More
კატარი და საუდის არაბეთი სირიის ვალდებულებებს გაისტუმრებენ

კატარი და საუდის არაბეთი სირიის ვალდებულებებს გაისტუმრებენ

არაბული სამყაროს უმდიდრესი სახელმწიფოები, საუდის არაბეთი და კატარი ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამოქალაქო ომში ჩართული სირიის დასახმარებლად ერთიანდებიან. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიო ბანკის წინაშე სირიის $15-მილიონიან ვალდებულებას გაისტუმრებენ, რითაც ქვეყანას ახალ კრედიტებზე წვდომას გაუხსნიან, რაც ქვეყნის ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობას ინფრასტრუქტურის განვითარების და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საშუალებას მისცემს. ამგვარად, მსოფლიო ბანკი სირიაში ოპერაციებს თოთხმეტი წლის შემდეგ პირველად

Read More