
კატარის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გ
“კატარის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა”, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ-ის ალ-უდეიდას ავიაბაზაზე თავდასხმის შემდეგ კატარი უფლებას იტოვებს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ირანს უპასუხოს. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, კატარში მდებარე ალ-უდეიდის ავიაბაზაზე „ძლიერი და დამანგრეველი სარაკეტო შეტევა“ განახორციელეს.