თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება

თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება

სოციალური კაფე „მზიური“, თიბისის მხარდაჭერით, ღია კინოჩვენებების მე-10 საიუბილეო სეზონს ხსნის. მზიურის ღია სივრცეში სადისკუსიო ფორმატის კინოჩვენებები 2016 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული და უცხოური საავტორო ფილმების პოპულარიზაცია და მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. კინოჩვენებების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები ქართველ რეჟისორებთან და კინოს სფეროს სხვა წარმომადგენლებთან, რაც მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე ქართული კინოს შესახებ მეტი გაიგოს.

Read More