
ვინ გაყიდა, ვინ იყიდა და რისი აშენება იგეგმება “რიყის დოქების” ადგილას?
ვაკეში ახალი გვირაბის გახსნაზე მყოფ ოცნების პრემიერს, ირაკლი კობახიძეს და ქალაქის მერს, კახა კალაძეს ე.წ. “რიყის დოქების” შესახებ ჰკითხეს, რომელიც აპრილში ისევ გაიყიდა და ახალი მეპატრონე — შპს “რიყე დომი” ადგილზე “უძრავი ქონების განვითარებას” გეგმავს. “მოხდება დემონტაჟი” კალაძის თქმით, “რიყის დოქები” “არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე” და ამიტომ