
“კვებითი მოშხამვის ფაქტები უმეტეს შემთხვევაში ქუჩაში შეძენილი პროდუქტებიდან მომდინარეობს”, – ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა სურსათის უვნებლობის მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარებასა და მთავარ გამოწვევებზე საუბრისას მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა. მისი რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელმა პროდუქტი აუცილებლად ორგანიზებულ ადგილებში შეიძინოს. იქ, სადაც სახელმწიფო მონიტორინგი ხორციელდება. დარგის ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხს აფასებს და ამბობს, რომ