
ჰაკერებმა ინტერნეტში 16 მილიარდი პაროლი გაავრცელეს
მსოფლიოს მასშტაბური კიბერდანაშაულის მომსწრე გახდა – ჰაკერებმა ინტერნეტში დაახლოებით 16 მილიარდი პაროლი გაავრცელეს, რომელთა ნაწილი ამჟამადაც მოქმედია. Cybernews-ის ინფორმაციით, ინტერნეტში გაჟონილია Facebook-ის, Google-ის, Instagram-ის, Apple-ის და სხვა ტექნოლოგიური პლატფორმების ანგარიშგების დეტალები, მათთან წვდომა კი ჰაკერებმა უკვე მოიპოვეს. როგორც ტექნოლოგიური პლატფორმების წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მონაცემთა ბაზები ისევ უსაფრთხოდაა, თუმცა ისინი მომხმარებლებს მოუწოდებენ – ძველი პაროლები განაახლონ