
წინასააღდგომოდ კვერცხზე ფასის გადახედვა არ იგეგმება – “კოდა”
ბოლო რამდენიმე თვეა ბაზარი სრულად ადგილობრივი წარმოების სასურსათო კვერცხით მარაგდება. თურქეთში, რომელიც საქართველოს მთავარი მომწოდებელია, კვერცხის დეფიციტია, ამიტომ იმპორტი შეწყდა, მოთხოვნის 100-ვე პროცენტის დაკმაყოფილება კი ადგილობრივი ფაბრიკებიდან ხორციელდება. ბაზრიდან იმპორტის დროებით ჩახსნამ გამოიწვია ის, რომ ადგილობრივი წარმოების კვერცხზე მოთხოვნა გაიზარდა. “დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი მოხმარება, ტენდენცია არის ზრდის. შიდა ბაზრის დაკმაყოფილების პრობლემა არ არსებობს. გაიზარდა