
აზიის ქვეყნებში COVID-ის შემთხვევები იზრდება – რა არის ახალი JN.1 ვარიანტი?
აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით სინგაპურში, ჰონკონგში, ჩინეთსა და ტაილანდში COVID-19-ის ახალი შემთხვევები იზრდება. კორონავირუსის ახალი ვარიანტი, JN.1 ომიკრონის ქვეშტამია, რომელიც რეგიონში სწრაფად ვრცელდება. Covid-ის ახალ ტალღაზე საუბრობენ ინდოეთშიც, სადაც JN.1 200-მდე პაციენტში დაფიქსირდა. სინგაპურში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კოვიდის 14 200 შემთხვევა დაფიქსირდა, მანამდე, წინა კვირის განმავლობაში კი – 11 100. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კი 30%-ით გაიზარდა.