
GCCA-მ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია – კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი. სააგენტოში დაფიქსირებულ წერილში აღნიშნულია, რომ დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია სხვადასხვა ქვეყნებში