
“საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-მუხლის” ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს 29 აპრილს ეცნობათ რეორგანიზაციის შესახებ. პროფკავშირის თანახმად, სამინისტროს ახალ სტრუქტურაში დაკნინებულადაა წარმოდგენილი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, ეს მიმართულებები, რომლებიც აქამდე ცალკე სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში შედიოდა და მინისტრის მოადგილეების უშუალო დაქვემდებარებაში იყო, ერთიანდება ახალ