ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის საბაგირო გზა 2-დან 5 ივნისამდე არ იმუშავებს – მერია

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის საბაგირო გზა 2-დან 5 ივნისამდე არ იმუშავებს – მერია

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. მიზეზი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური სამუშაოებია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ პერიოდში ჩატარდება საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ასევე, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება. გარდა ამისა, აკრედიტებული ორგანო საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირებას მოახდენს. როგორც ცნობილია

Read More