
“თამამად ვიტყვი, 2025 წელს კომპანიაში ინვესტორი არ გვინახავს” – Start – Business Solutions
საკონსულტაციო კომპანია Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორის ლარისა პატარაიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ეკონომიკა იზრდება, ქვეყანაში ეკონომიკური და ბიზნესპროცესები შენელებულია. „თამამად ვიტყვი, 2025 წელს კომპანიაში ინვესტორი არ გვინახავს“ – თქვა Start – Business Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა „წერტილში“ სტუმრობისას. „Start – Business Solutions“ არის კვლევითი და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2013 წელიდანაა.