
20 ბინა და ₾1 მლნ ანაბარზე – რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატის ლაშა ტალახაძის ოჯახი
სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე პარლამენტარი გასული წლის ოქტომბერში გახდა. მოქმედი ჩემპიონის სტატუსით სპორტიდან პოლიტიკაში გადანაცვლებულ ტალახაძეს ამის შემდეგ გაუჩნდა ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 6-თვიანი პაუზის შემდეგ, გუშინ გახდა საჯარო, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ლაშა ტალახაძის და მისი მეუღლის, ანა დემურიას საკუთრებაა 13 ბინა, მათ შორის, ორი