იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე შეიცვალა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე შეიცვალა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მამუკა ხიმშიაშვილი დაინიშნა. სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ხიმშიაშვილი აპარატის თანამშრომლებს უკვე წარუდგინა და წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე. რწმუნებულის ადმინისტრაციაში bm.ge-ს უთხრეს, რომ ამ დრომდე თანამდებობას ლევან სანიკიძე იკავებდა, რომელმაც პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, მამუკა ხიმშიაშვილი რამდენიმე მიმართულების კურირებას გაუწევს. მათ შორისაა ქონების პრივატიზებისა და სასარგებლო წიაღისეულის საკითხები

Read More