
დამწვარია, დაახლოებით 15 000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია – საგანგებო სიტუაციების სამსახური
ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი – ამის შესახებ მედიას სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა მედიასთან განაცხადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის გამო, ტერიტორიის მიმდებარე კლინიკების ნაწილიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო. “112 -დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ