
ბოჭორიშვილი აუქმებს ევროპულ დირექტორატს და ათავისუფლებს ასობით თანამშრომელს – გრიგოლ გეგელია
კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში უქმდება ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი. ამასთან, როგორც მან ბრიფიგნზე განაცხადა, უწყებაში პოლიტიკურად მოტივირებული რეორგანიზაციის შედეგად კადრების 30-40%-ის გაშვება იგეგმება. “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და ათავისუფლებს ასობით თანამშრომელს. ამ მოქმედებით, ბოროტმოქმედმა რეჟიმმა უკვე ფორმალურად, დეკლარირებულად გამოაცხადა, რომ ევროპული