
სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – საავტომობილო გზების დეპარტამენტი
სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა – ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ.ბაბილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. პარალელურად, გრძელდება სამუშაოები გზის გაფართოების მიზნით”, – ნათქვამია პრესრელიზში. ლენტეხის მერის ინფორმაციით, სოფელ ბაბილთან დღეს, დაახლოების 7 საათისთვის მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც ერთი მსუბუქი ავტომობილი ჩაიტანა. მსხვერპლი არ არის.