
ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის ვიზიტი საქართველოში
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი პიტერ მოზერი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის დამეგობრებას, 2019 წელს წინ უძღოდა სამთო-მომპოვებელ კომპანია არემჯისა და ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელმაც კერძო კომპანიას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის სამთო უნივერსიტეტს