
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელი ლია ტაბატაძე შიშობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან “გრანტების კანონში” შეტანილი ცვლილებები, რომელსაც სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ახლავს, მათ ბენეფიციარებს დახმარების გარეშე დატოვებს. „გრანტების კანონში” შესულ ცვლილებებს, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, “ოცნების” არჩეული პრეზიდენტის ხელმოწერა უკვე აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან მთავრობის თანხმობის გარეშე ვერცერთი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივ