
„ეს არის გზა, რომელიც არსად მიდის“ — ლიეტუვა და ლატვია ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ლატვიის საელჩო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. მათი განცხადებით, ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და ევროკავშირის ღირებულებებს. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ოპოზიციური პარტიის, ‘გირჩი – მეტი თავისუფლების’ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ ქმედებებთან