
თურქეთიდან ლიმონი ექსპორტზე ისევ გავა – ქვეყნის მთავრობამ შეზღუდვა მოხსნა
თურქეთის ხელისუფლებამ ლიმონის ექსპორტის აკრძალვა გააუქმა და ქვეყანა პროდუქტით საერთაშორისო ბაზრების მომარაგებას კვლავ შეძლებს. ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა – ომერ ბოლატმა განაცხადა. „ლიმონის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვა მოხსნილია და შიდა ბაზარზე ფასების დინამიკას ყურადღებით დავაკვირდებით. ინსპექტირება უახლოეს პერიოდში გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა. თურქული მედიის ინფორმაციით, ბოლატი ფერმერებს, დეპუტატებს და ვაჭრობის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე ის ზომები