
მერია ე.წ. ტიტანიკის კორპუსთან დაკავშირებით, სადაც მოზარდი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს ე.წ. ტიტანიკის კორპუსში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა. მერიის განმარტებით, კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და ამიტომ, მასში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა. მერიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ გამგეობის შეთავაზების მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი რჩება მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე, კორპუსის ჩანაცვლება კი სწორედ მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის არ არსებობის