
ლოგისტიკის სექტორის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი საქართველოში
19-20 ივნისს,თბილისში, ექსპოჯორჯიას და საკონსულტაციო კომპანია სავის თანაორგანიზებით ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება, ლოგისტიკის სექტორი საქართველოში ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება. 2023/24 წლებში ლოგისტიკამ ქვეყნის მთლიან ექსპორტში მნიშვნელოვანი წილი დაიკავა. სწორედ ამ ეკონომიკურ და სტრატეგიულ რეალობაზე პასუხია საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი, რომელიც აერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას: საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას