
ველით, რომ წელს ლუდის ბაზარი 135 მილიონ ლიტრამდე გაიზრდება – ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი
„თიბისი კაპიტალის“ სექტორული კვლევის მიხედვით, საქართველოში ლუდის წარმოება იზრდება, თუმცა ნელი ტემპით. ზრდის მხრივ ბოლო წლებში 2024 წელი ყველაზე ნელი აღმოჩნდა, რადგან გასულ წელს წარმოება წლიურად მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და 127 მილიონი ლიტრი შეადგინა. “ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ამბობს, რომ ადგილობრივი და იმპორტირებული ლუდის მოცულობა თიბისი კაპიტალის მონაცემებს ჩამორჩება და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციიდან