
„ლუმიერსი“ – ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი”. ეს უკანასკნელი ჩეხურ და უნგრულ ტრადიციულ დესერტს წარმოადგენს. ემილ კურბანოვს სწორედ ჩეხეთში მოგზაურობისას გაუჩნდა იდეა, საქართველოში საკუთარი საკონდიტრო გაეხსნა. იდეის განხორციელება მარტივი პროცესი არ ყოფილა. როგორც ემილი აღნიშნავს, პირველ რიგში, უნიკალური გემოების შემუშავებაზე დაიწყო