
2024 წელს მობილურმა ოპერატორების შემოსავალი ₾865 მილიონამდე გაიზარდა – კომპანიების რეიტინგი
კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელთან შედარებით, მობილური ოპერატორებისთვის საცალო მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 77 მლნ ლარით 865 მლნ ლარამდე გაიზარდა. შემოსავლების 47% „მაგთიკომზე“, 35% – „სილქნეტზე“, 17% – „სელფი მობაილზე“ და 0.2% – „ჰალოზე“ მოდიოდა. „მაგთიკომმა“ გასულ წელთან შედარებით, მობილური მომსახურებებიდან 25 მილიონი ლარით მეტი ჯამში 410 მილიონი ლარი მიიღო; „სილქნეტისთვის“ შემოსავალი 30