
რა არის საჭირო აშშ-ის OFAC-ის სიიდან სანქცირებული პირის ამოსაღებად?
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნგრელი მაღალჩინოსანი, პრემიერ-მინისტრ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტალ როგანი სანქცირებულთა სიიდან ამოიღო – აღნიშნული უკვე აისახა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის (OFAC) სანქცირებულ პირთა ძებნის პლატფორმაზე, სადაც როგანი აღარ იძებნება. ანტალ როგანი ე.წ. მაგნიტსკის აქტით დასანქცირდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ის შავი სიიდან სანქცირებული პირი ამოიღეს.