
“პალეკარტი” მაღაზიას აფართოებს და მცირე საწარმოს ამოქმედებას გეგმავს – ინვესტიცია $200,000
ქართული მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „პალეკარტი“ ბიზნესის მასშტაბურ გაფართოებაზე მუშაობას განაგრძობს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, აბო მენაბდემ BM.GE-სთან საუბარში განაცხადა, კომპანია არსებული სავაჭრო სივრცის გაფართოებაზე მუშაობს, რაც მომხმარებელთა კომფორტსა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. „არსებულ მაღაზიას ვაფართოებთ – გაიზრდება სივრცე, რაც მოგვცემს საშუალებას, ინდივიდუალური შეკვეთებისთვის ცალკე ზონა გამოვყოთ. ასევე გაფართოვდება შოურუმი და მთლიანად ახალი