
“ამჟამად 35%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ” – რა მოლოდინი აქვს სასტუმროს “თეთრი სახლი ანაკლიაში”?
ანაკლიაში მდებარე სასტუმრო „თეთრი სახლი ანაკლიაში“ 35%-იანი დატვირთვით მუშაობს. როგორც მისმა დამფუძნებელმა მარინა თოდუამ Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, წლევანდელ სეზონზე სასტუმრო 10 ივნისს გაიხსნა და ამჟამად, ძირითადად სტუმრების ადგილობრივები შეადგენენ. თუმცა არიან უცხოელებიც. „ზოგადად, უცხოელებიც გვყავს ხოლმე, მეტწილად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე იყვნენ გერმანელები და პოლონელებიც. სხვათა შორის, წელს უფრო მეტი უცხოელია ამ პერიოდში