
2025 წლის ყველაზე გავლენიანი CMO-ები
მარკეტინგი აღარაა მხოლოდ ფუნქცია – დღეს, ეს როლი უდიდეს ძალაუფლებასთან ასოცირდება. ტექნოლოგიური პროგრესის, მომხმარებელთა მოლოდინების ცვლილების და გლობალური კონკურენციის პირობებში, მარკეტინგის ხელმძღვანელის, იგივე CMO-ს როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე CMO-ები ქმნიან არამხოლოდ რეკლამებს, არამედ განსაზღვრავენ ბრენდის ტონს, პასუხისმგებლობას იღებენ ინოვაციაზე და უშუალოდ აყალიბებენ გაყიდვების სტრატეგიას. დღეს, ისინი AI-ის ეპოქაში მოქმედებენ, რაც ერთდროულად დიდი შესაძლებლობა და დიდი