
საქართველოში ცხოვრების ხარისხი ყველაზე დაბალი ლენტეხსა და ცაგერშია – ISET
საქართველოს მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსის თანახმად, საქართველოში ცხოვრების ხარისხი ყველაზე დაბალი ლენტეხში, ცაგერსა და მარნეულშია. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ახალი ინდექსი ზომავს და ადარებს ცხოვრების ხარისხსა და დონეს მუნიციპალიტეტებს შორის. 2023 წლის საბაზისო მონაცემებზე დაფუძნებულმა ინდექსმა გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები მუნიციპალიტეტებს შორის. ინდექსი მერყეობს უმაღლესი 0.67-დან, რომელიც თბილისმა მიიღო, უმცირეს 0.28-მდე, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. უფრო დეტალურად