
გაურკვევლობა, რომელიც დღეს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სუფევს, ასევე შესაძლებლობაა, უფრო მედეგი და მდგრადი მომავლის შენებისთვის, განაცხადა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ დღეს ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე წლიური შეხვედრის გამხსნელ სესიაზე. ნათქვამია ADB-ის გავრცელებულ პრესრელიზში. “საგარეო შოკები, სავალო ვალდებულებები და კლიმატის ცვლილება მძიმედ აწვება რეგიონში მცხოვრებ ადამიანებსა და ადგილობრივ ეკონომიკებს. თუმცა, ჩვენ