Ryanair გახდა პირველი ევროპული ავიაკომპანია, რომელიც ერთ წელიწადში 200 მლნ მგზავრს მოემსახურა

Ryanair გახდა პირველი ევროპული ავიაკომპანია, რომელიც ერთ წელიწადში 200 მლნ მგზავრს მოემსახურა

Ryanair-ი ფისკალური წლის განმავლობაში 200.2 მლნ მგზავრს მოემსახურა, რითაც ევროპაში პირველი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც ერთ წელიწადში 200 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. კომპანიამ ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა, რომ მარტამდე, ფისკალური წლის დასრულებამდე, ავიაკომპანიის წლიური მგზავრთნაკადი 200 მილიონს მიუახლოვდებოდა, რაც 9%-იანი ზრდა იქნებოდა გასული ფისკალური წლის შედეგთან შედარებით. კომპანიამ მარტში 15 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 10%-იანი წლიური ზრდაა.

Read More