
რა კეთდება/გაკეთდება საქართველოს აეროპორტებში? – კობახიძის ანგარიში
ირაკლი კობახიძის მიერ “ოცნების” ერთპარტიული პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებაში საქართველოში არსებული აეროპორტების შესახებ არის საუბარი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: “საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა აზიის განვითარების ბანკთან ქვესესხის წერილის ხელმოწერა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის კვლევის ჩატარების დასაფინანსებლად. ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან, ეტაპობრივად, გავზარდოთ 20 მლნ მგზავრამდე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი: ასევე