
“ოცნება” ამტკიცებს, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტი აუდიტის სამსახურის ფუნქციას არ შეითავსებს
მთავრობის ადმინისტრაციას აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და თანამდებობის პირების, ასევე სსიპ-ების, სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოების და არასამეწარმეო იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქცია ენიჭება. “ოცნებამ” პარლამენტში უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლითაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი უნდა შეიქმნას. ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. “ქართული ოცნების” მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას